"წავიდა ზეცაში მონატრებულ დედასთან" - ბათუმში 33 წლის კაცი გარდაიცვალა
"ემიგრანტების იმედი“, შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, ბათუმში ახალგაზრდა კაცი, 33 წლის ვახო ჩავლეიშვილი გარდაიცვალა.
"გლოვობს ბათუმი, გარდაიცვალა ვახო ჩავლეიშვილი... მიწისთვის მენანები.. სულ მემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი - ღიმილით ბედნიერებით და სიყვარულით სავსე ყველას უნაწილებდი ღიმილებს.
წავიდა ზეცაში მონატრებულ დედასთან... რატომ არ შეგებრალა შენი მეუღლე და პატარა შვილი?! 2 კვირა იწვალა, აპარატზე იყო შეერთებული... ორივე ფილტვი გაეთიშა“, - წერს შოთო სიხარულიძე.