კრემლი არაფერ შუაშია - რას აცხადებენ მოსკოვში თბილისის მოლენებზე?
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. აგენტების კანონთან კავშირი არ აქვს.
"აქ კრემლი არაფერ შუაში არ არის. იცით, რომ მსგავსი კანონების მიღების პრაქტიკა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ამერიკას უკავშირდება", - აცხადებს პესკოვი.
მისივე თქმთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან დიპურთიერთობა არ აქვს რუსეთს, მოსკოვისთვის გარკვეულ შეშფოთებას იწვევს მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები.
"საქართველოსთან ურთიერთობა არ გვაქვს, რა თქმა უნდა, იქ არსებულმა მდგომარეობამ არ შეიძლება ჩვენში შეშფოთება არ გამოიწვიოს", - დასძინა პესკოვმა.
ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 133 ადამიანი დააკავეს. 9 მარტს "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.
კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.