თეგებით ძიება

12 პუნქტთან დაკავშირებით, რაც კი ჩვენზე იყო დამოკიდებული, აბსოლუტურად ყველაფერი შესრულებულია - მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე დაცული იყოს.

„მე ვურჩევ ჩვენს ოპონენტებს ასეთი ბუნება გამოიჩინონ საქართველოს ბედთან დაკავშირებითაც. ამასობაში ჩვენ ევროკავშირის ერთი რეკომენდაცია, რომელსაც არც მიაქციეს ყურადღება და ამ მოვლენებმა გადაფარა, უკვე შევასრულეთ - სახალხო დამცველის არჩევა. რაც კი ჩვენზე იყო დამოკიდებული, აბსოლუტურად ყველაფერი შესრულებულია. საქართველოს ევროპულ კურსზე რომ ლაპარაკობენ, სპეკულირებენ და დააჯერეს. ამ აქციაზე ხომ არ იყო ყველა რადიკალური მიზნებით მოსული?! ძალიან დიდი ნაწილი აღმოჩნდა, რომ იყო გულწრფელი პროტესტის გამომხატველი. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული პირდაპირი თარგმანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალობას ეხებოდა, შეძლეს, რომ ნაწილობრივ აღქმაში გააჩინეს, რომ ეს კანონი იყო რუსულის ანალოგი, როდესაც საერთო არ ჰქონდა რუსულთან რეალურად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა