თეგებით ძიება

"ტიპმა ოთხი წლის წინ, ჩვენივე სისხლში გვაბანავა და ახლა მოუნდა ჯენზისთან დგომა" - მაკო გომური გახარია

"გავრილოვის ღამეს" დაზარალებული, მაკო გომური სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მაშინდელ შს მინისტრ, გიორგი გახარიაზე წერს.

"აი, ამას სადმე ქუჩაში რო დაინახავთ, აფურთხეთ პირში და სულში. არ მიუშვათ, სადაც ხალხი იქნება, სადაც თქვენ იქნებით. და ყველა არხი რწყევა ხართ, სადაც ამას მოიწვევთ და რაიმეზე ასაუბრებთ, საერთოდ ყველა.

ტიპმა ოთხი წლის წინ, ჩვენივე სისხლში გვაბანავა და ახლა მოუნდა ჯენზისთან დგომა. "დაგერხევა" შენც მალე, შე მონა", - წერს გომური.

შეგახსენებთ, რომ მაკო გომურმა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად თვალი დაკარგა. მას რეზინის ტყვია თვალში მოხვდა. 2019 წელს გიორგი გახარიას შს მინისტრის პოზიცია ეკავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა