"ესეც თუ ვირეშმაკობა აღმოჩნდა, ვირზე უკუღმა შემჯდარებს ვნახავ "ხალხის ძალელ" პროფესორშებს" - რას წერს ირაკლი აბსანიძე?
ჟურნალისტი, ირაკლი აბსანიძე იმედს გამოთქვამს, რომ "ქართული ოცნება" ე.წ. რუსული კანონპროექტის გაწყვევასთან დაკავშირებით არ იტყუება.
"ესეც თუ ვირეშმაკობა აღმოჩნდა, ვირზე უკუღმა შემჯდარებს ვნახავ "ხალხის ძალელ" პროფესორშებს", - წერს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების წარმომადგენელმა", მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ე.წ. რუსული კანონპროექტი პარლამენტში პირველივე მოსმენაზე ჩავარდება.
ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.