თეგებით ძიება

"დაიწყება მასირებული შეტევა პრემიერზე... ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ კი, ინტენსიურ სახეს მიიღებს საქართველოში ე.წ. “მეორე ფრონტის” გახსნის მცდელობები" - კონსტანტინე მორგოშია

 "ალტ-ინფოს" დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშია თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და პრემიერზე შეტევასა და ღარიბაშვილის გადადგომას პროგნოზირებს.

"კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, როგორც ადრე აღვნიშნე, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელი თავისი შინაარსით. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ღიად ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების მისამართით ბევრად უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას, რაც გულისხმობს მათი საქმიანობის აკრძალვას და სრულ განეიტრალებას.

როგორც გაფრთხილებდით, დიდი იყო იმის ალბათობა, რომ “ქართულ ოცნებას” არ ეყოფოდა უნარი და ძალა იმისთვის, რომ ბოლომდე მიეყვანა აღნიშნული კანონპროექტის მიღებისა და განხორციელების პროცესი, ეს ასეც მოხდა.

სურათი ნათელია, “ქართულ ოცნებაში” დაყოფილმა და ჩაბუდებულმა ძალებმა მოქმედება დაიწყეს. ამ მოქმედების მიზანსა და შინაარს კი უკიდურესად გამარგინალებული და მომაკვდავი ულტრა ლიბერალური ფლანგის რეაბილიტაცია და გაცოცხლება წარმოადგენს.

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული კანონპროექტის ფორმირება, რომელიც ამ კონკრეტულ მომენტში, საჭიროებაზე მეტად პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა.

ამ ყველაფრის შემდეგ, უკვე დღეიდან, დაიწყება მასირებული და ორკესტრირებული შეტევა პრემიერ - ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ.

ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, კი კიდევ უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს საქართველოში ე.წ. “მეორე ფრონტის” გახსნის მცდელობები.

ეს ყველაფერი დიდი ხნის წინაც ლოგიკური და პროგნოზირებადი იყო, თუმცა სანერვიულო არაფერია, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას. 

საჭირო დროს და საჭირო მომენტში, ჩვენ ვიტყვით ჩვენს სიტყვას და ყველაფერს თავის ადგილზე დავაყენებთ. ჩვენ, ჩვენი ქვეყნისთვის ვიბრძოლებთ და გარწმუნებთ, რომ ეს ბრძოლა, ქართველი ხალხის უპირობო და ულაპარაკო გამარჯვებით დაგვირგვინდება.

გამოიწერეთ ინსტაგრამ გვერდი", - წერს მორგოშია.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 133 ადამიანი დააკავეს. 9 მარტს, "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა