რა გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე დღეში 11-წუთიან ვარჯიშს? - კვლევის შედეგები
საზოგადოებას ძალიან ხშირად აინტერესებს - რა გავლენა აქვს ვარჯიშს ჩვენს ორგანიზმზე, რატომ უნდა ვივარჯიშოთ ხშირად? აღმოჩნდა, რომ დღეში თუნდაც 11-წუთიანი აერობიკული აქტივობა კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ნაადრევი სიკვდილის რისკს ამცირებს. ამის შესახებ CNN-ი ახალ მასშტაბური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს.
ტელეარხის ცნობით, კვლევა კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ გამოიყენეს 196 კვლევის მონაცემები, რომლებშიც ჯამში 30 მილიონზე მეტი ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა. მეცნიერები მათ საშუალოდ 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
ექსპერიმენტის მონაწილეთა ნაწილი ფიზიკურ აქტივობას რეკომენდებულ დროს, კვირაში 150 წუთს, ანუ დღეში 22 წუთს უთმობდა. კვლევის არააქტიურ მონაწილეებთან შედარებით, ამ ადამიანებში ზოგადი გარდაცვალების რისკი 31%-ით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული გარდაცვალების რისკი 29%-ით, კიბოთი გარდაცვალების რისკი კი 15%-ით დაბალი იყო. ამასთან, 27%-ით მცირე აღმოჩნდება გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკი, კიბოს შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 12%-ს შეადგენს.