თეგებით ძიება

ხალხი ვიდრე ციხეშია და ვიდრე მეორე მოსმენას ველოდებით, აქციის დაშლა ან მუხტის შესუსტება არ იქნება სწორი - ჰერმან საბო

დღესვე თუ ვნახავთ ყველა იმ დაკავებულის გამოშვებას, ვინც გუშინ და გუშინწინ დააკავეს, ეს იქნება „ქართული ოცნების“ მიერ ნათქვამის სერიოზულობის გარანტი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

„იმდენი მოვახერხეთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომ ერთმანეთის სიტყვას ადამიანები არ ენდობიან და, გასაგებია, რომ ასე უბრალოდ ნათქვამი კი ძალიან კარგი ნაბიჯია, სწორი ნაბიჯია, დროზე უნდა ექნათ და ეს ყველაფერი არ უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ შეიძლება, ადამიანებს ჰქონდეთ სკეპტიციზმი ამის მიმართ და სავსებით გასაგებია.

ამიტომ ეს განწყობა „ქართულმა ოცნებამ“ საქმით უნდა დაამტკიცოს და საქმით რას ნიშნავს: დღესვე თუ ვნახავთ ყველა იმ დაკავებულის გამოშვებას, ვინც გუშინ და გუშინწინ დააკავეს, ეს იქნება მათი ნათქვამის სერიოზულობის გარანტი და ვნახავთ, რომ ისინი, დიახ, ნამდვილად ასე აპირებენ მოიქცნენ.

მაშინ მათ მიმართ შეიძლება, ნდობა ცოტა უფრო გაიზარდოს. ახლა, სანამ ის ხალხი ციხეშია და სანამ მეორე მოსმენას ველოდებით, ჯერჯერობით აქციის დაშლა ან მუხტის შესუსტება არ იქნება სწორი. მე პირადად ვაპირებ, რომ დღესაც გავიდე აქციაზე, სანამ ყველა ადამიანი, რომელიც დაკავებულია, არ იქნება გარეთ და ეს არ იქნება იმის მაჩვენებელი, რომ „ოცნებამ“ სერიოზულად გადაწყვიტა ადამიანების მოთხოვნასა და ნებას დაჰყვეს, იქამდე მოგვიწევს აქციაზე დგომა. ყოველ შემთხვევაში, ახლა ეს განწყობა მაქვს“, – აღნიშნა ჰერმან საბომ.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა