თეგებით ძიება

პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხედება - ირაკლი კობახიძე კანონის გაწვევაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ე.წ. აგენტების შესახებ კანონის უმრავლესობის მიერ პარლამენტიდან გაწვევს ეხმაურება და აცხადებს, რომ კანონის გადახედვა აღარ მოხდება.

"პროცედურა აქ არაფერ შუაშია. პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული, ეს გადაწყვეტილება არის გაჟღერებული და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხედება. დანარჩენი არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი. ვინც ცდილობს, რომ ეს არის ტექნიკური საკითხი გამოიყენოს მანიპულირებისთვის, იმისათვის, რომ ძალადობრივი მუხტი შექმნას დღეს, რაც იყო სამწუხაროდ გუშინ და გუშინწინ, ის არის თანაზიარი პასუხისმგებლობისა, რომელიც ამას შეიძლება უკავშირდებოდეს. ყველას მოვუწოდებ, პოლიტიკანებს, რომლებიც ამაზე სპეკულირებენ, რომ თავი შეიკავონ ასეთი სპეკულაციებისგან. ეს არის წმინდა წყლის ტექნიკური საკითხი, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაციები, - ამბობს კობახიძე.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა