თეგებით ძიება

"შვილებზე შეტევას და ბულინგს მოეშვით, მიუღებელია და სიმდაბლეა..." - რას წერს არჩილ თალაკვაძის მეუღლე?

"ქრთული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის მეუღლის, ქეთევან ბუბუტეიშვილის ინფორმაციით, ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, მათი შვილი არ არის გამოსახული.

"მე და ჩვენი ოჯახი, ჩემი მეუღლის, მისი მეგობრების და ჩვენი ქვეყნის გვერდით ვდგავართ სიყვარულით და ერთგულებით!

შვილებზე შეტევას და ბულინგს მოეშვით, მიუღებელია და სიმდაბლეა. სწორედ ეს არაჯანსაღი რეაქციები იყო საკუთარი შვილისთვის მობოდიშების და შესაბამისი სტატუსის დადების საფუძველი. ისე, რომ იცოდეთ, ჩვენი შვილის ფოტო არ არის, რასაც აზიარებთ! ისიც უნდა გესმოდეთ, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს ჩემი შვილი და სხვისი  შვილი - მშვიდობა, უსაფრთხოება და საუკეთესო მომავალი ყველასთვის გვინდა და აქ რომელიმე მისი თანატოლის გამორჩევა შეუძლებელია!

მჯერა, რომ ქართული ოცნება ასრულდება და საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ჩვენი შვილები აგრესიისგან და ზიზღისგან თავისუფალ  ქვეყანაში იცხოვრებენ! ", - წერს ქეთევან ბუბუტეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა გოგონას ფოტო აქციიდან ყვვავილით ხელში. გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოზე არჩილ თალაკვაძის შვილი იყო აღბეჭდილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა