სუს-ის "ნასედკა" თავს დამესხა... აი რა ამოუვარდა მას - რას ამბობს ირაკლი ნადირაძე?
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ მობილიზებული პროვოკატორები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„ვემზადებოდი ჩასართავად ერთ-ერთ ტელევიზიაში. ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად ვიყავი, მოვიდა პირდაპირ ვიტყვი სუსის ნასედკა, რომელმაც არც აცია, არც აცხელა, თავს დამესხა ფიზიკურად. ჭიდაობის დროს, როცა დავვარდით, აი რა ამოუვარდა ადამიანს. აი რა უნდა დღეს რუს ოლიგარქს და რა უნდათ დღეს სუსის ნასედკებს" - ამბობს ნადირაძე.