თეგებით ძიება

„არ მივესალმებით ე.წ. კონცერტის იდეას დღევანდელ საპროტესტო აქციაზე“ - „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტთან დაგეგმილი აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პარტია საპროტესტო აქციაზე კონცერტის გამართვის იდეას არ მიესალმება.

„ნაციონალური მოძრაობა“ არ უწევს ორგანიზებას და არ მიესალმება ე.წ. კონცერტის იდეას დღევანდელ საპროტესტო აქციაზე.

კონცერტის გამართვის იდეა კონკრეტული პიროვნებების თვითშემოქმედებაა და კავშირი არ აქვს პარტიულ გადაწყვეტილებასთან.

ნებისმიერი ხელოვანის ნებისმიერი პერფორმანსი ამ კონკრეტული პირის პირადი გამოხატვა იქნება და არავითარი კავშირი არ ექნება ჩვენი პარტიის ნებასთან.

ნაციონალური მოძრაობა უერთდება დღევანდელ საპროტესტო მოძრაობას და მოითხოვს:

1. რუსული კანონის გაწვევის/გაუქმების დაუყოვნებლივ გაფორმებას, როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად;

2. ევროინტეგრაციისთვის მებრძოლი ყველა დაკავებული პირის გათავისუფლებას;

ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს ევროპაში!

ძალა ხალხშია!

ძალა პროტესტშია!

ძალა ჩვენშია!

აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ - აღნიშნულია  განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე დღესაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა