თეგებით ძიება

„ფურუნკული გასკდა... ველოდები შემდეგ ნაბიჯებს“ - შოთა გლურჯიძე

მხატვარი, შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში ე.წ. აგენტების შესახებ კანონის უმრავლესობის მიერ პარლამენტიდან გაწვევას ეხმაურება და წერს, რომ ეს მართლაც ლუსტრაციის კანონი აღმოჩნდა.

„ეს მართლაც ლუსტრაციის კანონი აღმოჩნდა. სუვერენიტეტის  ყოველგვარი ნიშანწყალიც კი გაქრა. ერთი ზარით აშშ-ს სახდეპიდან ყველაფერს უკან აბრუნებს "ხელისუფლება". ფურუნკული გასკდა,  ახლა ევრო-ვანდალებს გმირებად მონათლავენ. ველოდები შემდეგ ნაბიჯებს სუვერენიტეტის დათმობისა, მოტივით "აბა რა ექნათ?!". როგორც ვატყობ ამის გაპრავებაც დაიწყება მალე და მე ისევ აღმოვჩნდები ბნელი, ჩამორჩენილი და არაევროპული. 

უპრინციპობა და უსინდისობა ისევ სიკეთედ და გამჭრიახობად მოინათლება.

საქართველო უპირველეს ყოვლისა!!!“ - წერს გლურჯიძე.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა