„ხალხის ძალამ “ხალხის ძალა”-ს ბრჭყალები აახია…“ - გია ხუხაშვილი
ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი ე.წ. აგენტების შესახებ კანონის უმრავლესობის მიერ პარლამენტიდან გაწვევას ეხმაურება და წერს.
„ხალხის ძალამ “ხალხის ძალა”-ს ბრჭყალები აახია…“ - წერს ხუხაშვილი.
ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. "ქართულმა ოცნებამ" დღეს განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.