თეგებით ძიება

განა იმ ქალებს ეკუთვნით მადლობა, რომელთა შვილებიც მომართულები იყვნენ ძმების მოსაკლავად? – თამარ ჭოხონელიძე

მომღერალმა, თამრიკო ჭოხონელიძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ გუშინდელ აქციაზე მყოფ სამართალდამცველთა დედებს არ ეკუთვნით ქალთა დღის მილოცვა.

„როდესაც მითხრეს პირველი შენ უნდა გამოხვიდეო, შევშინდი, მაგრამ ალბათ, სიმბოლურიც არის, რომ ხო, უნდა გამოვიდეს ქალი პირველი, უნდა გამოვიდეს დედა! გუშინ 8 მარტი იყო და ჩემთვის ვფიქრობდი, განა ყველა ქალს უნდა მიულოცოთ 8 მარტი? განა ყველა ქალს ეკუთვნის მადლობა ქალობისთვის? განა იმ ქალებს ეკუთვნით მადლობა, რომელთა შვილებიც იდგნენ ნიღბებაფარებულები, შეშინებულები, ფარების უკან და მომართულები იყვნენ თავისი ძმების, მამების, მეგობრების მოსაკლავად და გასანადგურებლად? განა ასეთი შვილების გამზრდელ დედებს ეკუთვნით მილოცვა? მინდა ვთხოვო, მოვუწოდეო, ჯერ კიდევ გვიან არ არის, ქალებს შეგვიძლია, შეგიძლიათ მოქაჩოთ თქვენი ოჯახის კაცები და უთხრათ, რას აკეთებ უგუნურო? ვის წინააღმდეგ გაქვს მომართულუ იარაღი? სისხლის და ხორცის მიმართ? ეს ხომ უდიდესი სირცხვილია.

მინდა იმ ქალებს ვუთხრა, მოდით რა მოსალოცად გაიხადეთ საქმე ქვეყნისათვის მტრულად განწყობილი ადამიანების, რასაც ეს საშინელი რუსეთი ქვია, მისთვის საწინააღმდეგოდ მომართეთ…

დარწმუნებული ვარ საქართველოს ისტორია კარგად არ იციან, არ იციან რა გააკეთა რუსეთმა ჩვენთვის – არაფერი რუსეთს ჩვენთვის არ გაუკეთებია ცუდის მეტი და ევროპა შენ ისტორიას, შენ კულტურას, შენ იდენტობას უდიდეს პატივს ცემს. საქართველო ევროპის ნაწილია“, განაცხადა ჭოხონელიძემ.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა