აქციაზე ნაცემ ნიკა მოსიაშვილს ტვინის შერყევა დაუდგინდა - რას წერს ადვოკატი?
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრს, ნიკა მოსიაშვილს ტვინის შერყევა დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა გაავრცელა.
ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი 7 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მას და მოსიაშვილს სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა და უმოწყალოდ სცემა.