თეგებით ძიება

მივესალმებით კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას - ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპატამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი ე.წ. აგენტების შესახებ კანონის უმრავლესობის მიერ პარლამენტიდან გაწვევას ეხმაურება და აცხდებს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

"ძალიან ნათელია, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გარკვევით თქვა, რომ ერთადერთი არჩევანი საქართველოსთვის არის უსაფრთხო და აყვავებული ევროპული მომავალი.

მივესალმებით კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად უკან გაიწვიოს ეს კანონი, რადგან ის არ შეესაბამება ქართულ და ევროატლანტიკურ ღირებულებას და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვას. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, ერთად იმუშაონ რეფორმებზე, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც ქართველ ხალხს ერთსულოვნად სურს.

არა მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, არამედ რამდენიმე ათეული წელია, ქართველი ხალხი ძალიან მკაფიოა მათ გამოხატვაში, რომ მათ სურთ საქართველო, რომელიც არის დემოკრატიული, აყვავებული და ინტეგრირებულია ევროატლანტიკურ რეგიონთან. მათ ეს კიდევ ერთხელ გააკეთეს. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ამ მისწრაფებების პარტნიორობას“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე  სამართალდამცველებმა 133 ადამიანი დააკავეს. 9 მარტს,  "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა