თეგებით ძიება

რუსეთი, საკუთარ მოქალაქეებს, თბილისსა და ბათუმში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

რუსეთი, საკუთარ მოქალაქეებს, თბილისსა და ბათუმში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

"რუსეთის ეკონომიკისა და განვითარების სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას გირჩევთ.თუ უკვე ქვეყანაში ხართ, გირჩევთ მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, კერძოდ, ბათუმისა და თბილისის ისტორიულ ცენტრებს.დახმარების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში,  ტურისტებისთვის მოქმედებს "ტურისტთა დახმარების ასოციაციის" ტელეფონი. ტურისტებს, რომლებიც ინდივიდუალურად მოგზაურობენ, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებას", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე  სამართალდამცველებმა 133 ადამიანი დააკავეს. 9 მარტს,  "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა