თეგებით ძიება

"როგორც თევზი წყალში ვგრძნობ თავს, როდესაც სიტუაცია დაძაბულია" - რას წერს ლალი მოროშკინა?

პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. ის ხელისუფლებას დიპლომატიისკენ მოუწოდებს.

"ოცნების" იმდენმა მაღალჩინოსანმა დამირეკა,

რომ თავს უფლებას ვაძლევ ეს სტატუსი დავწერო.

ვინც მიცნობს,კარგად იცის ჩემი ხასიათი.

სულით და ხორცით კრიზისმენეჯერი ვარ. როგორც თევზი წყალში ვგრძნობ თავს,როდესაც სიტუაცია დაძაბულია. ასე იყო 2012 წელს,როდესაც გლდანის ციხეში საშიმშილოდ მარტო დავრჩი და მხოლოდ ჩემი ძმა მომიჯდა 

გვერდზე.

ხოდა...

წლებია ვიძახი,

ჩვენი ახალგაზრდობა ყველაზე სენსიტიური თემაა და მათთან მუშაობა და არა მათზე ქილიკია საჭირო! არ დარჩა უნივერსიტეტი სადაც მე არ მიმუშავია. ახლაც მეგობრებში რადიკალური ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლები მყავს,

მაგრამ მე მათთან არასოდეს ვკამათობ პოლიტიკაზე და მათ აზრს პატივს ვცემ.

უამრავი ოპოზიციონერი ჟურნალისტი და პროდიუსერი მყავს მეგობრებში.

ჩვენ ვიტანთ ერთმანეთის სრულიად მიუღებელ პოზიციასაც კი. არ ვუვარდებით ერთმანეთს კომენტარებში და არ ვკვეთ წითელ ხაზებს!

ახლა მთავარი კითხვა:

სად არის  პიარი და მუშაობა?

სად არის ლობისტური კომპანიები?სად არიან გონიერი ანალიტიკოსები და პოლიტოლოგები?

რატომ არ ვცდებით საქართველოს ტელე ბაბლს?

რატომ არ ვართ წარმოდგენილი უკრაინულ,რუსულ,მოლდოვურ,ევროპულ,ამერიკულ თოქ-შოუებში? 

ყველა ტრიბუნა გამოსაყენებელია!-ასე ვიცი მე პიარი და არა კომფორტულად მოკალათება საკუთარ სტუდიებში.

მე და ჩემმა მეგობრებმა2015 წელს შევქმენით არასამთავრობო ორგანიზაცია ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფო  და ლიდერ ქალთა საზოგადოება ვაერთიანებთ 10.000 -ზე მეტ საქმიან ქალბატონს.

გვკითხეთ როგორ მივაღწიეთ ამას?

არაა უხერხული აზრთა გაზიარება,

თუნდაც რჩევის მიღება.

არასოდეს არ ვპასუხობ არავის უხამსობას და პირად შეურაცხყოფას.

თუ გინდა იყო საზოგადოებისთვის აქტუალური,თავდასხმაც უნდა აიტანო!

გუშინ 72-ივე პარლამენტარი უნდა ჩასულიყო ახალგაზრდებთან!

თუ ხალხმა აგირჩია,არც ხალხში გასვლა უნდა გეშინოდეს!

მოკლედ,

ვისწავლოთ ერთმანეთის ატანა და გატანა,თორემ მტერს არ ძინავს!

P.S. იარეთ ხალხში,წადით სოფლად...

ჩვენი საქართველო იქ არის", - წერს პიარტექნოლოგი.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე  სამართალდამცველებმა 133 ადამიანი დააკავეს. 9 მარტს,  "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა