თეგებით ძიება

ჩინეთის პრეზიდენტად სი ძინპინი მესამე ვადით აირჩიეს

ჩინეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად მესამე ვადით სი ძინპინი აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. 

სი ძინპინი პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო. მას მხარი ეროვნული სახალხო კონგრესის 3 000 წევრმა დაუჭირა. ხმის მიცემის პროცედურა ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ელექტრონული დათვლა კი 15 წუთში დასრულდა.

ის ჩინეთის ლიდერი მომდევნო 5 წლის განმავლობაში იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა