"კანონპროექტი ოფიციალურად იქნეს გამოწვეული და მომიტინგეები სწრაფად გათავისუფლდნენ" - ჰელსინკის კომისია
ჰელსინკის კომისია ე.წ. აგენტების შესახებ კანონის უმრავლესობის მიერ პარლამენტიდან გაწვევას ეხმაურება და ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
"ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, რომ კანონპროექტი ოფიციალურად იქნეს გამოწვეული და მომიტინგეები სწრაფად გათავისუფლდნენ. ახლა „ქართული ოცნებისთვის“ ნათელი უნდა იყოს, რომ ქართველი ხალხი არ იქნება პასიური დემოკრატიის დემონტაჟის და მათ ევრო ატლანტიკური არჩევანზე უარის თქმის შემთხვევაში. მოდით, ახლა ყველამ ერთად ვიმუშაოთ დემოკრატიის განვითარებასა და დასავლური ინტეგრაციის გასაძლიერებლად“,- აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 133 ადამიანი დააკავეს. 9 მარტს, "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.
#Georgia’s ruling party’s announcement that it will withdraw its Russia-style foreign agent bill is a welcome move for defusing the crisis they alone caused. We will monitor closely to see that the bill is in fact formally withdrawn and protesters are speedily released. — Helsinki Commission (@HelsinkiComm) March 9, 2023