ბათუმში სროლა იყო - რა ხდება შემთხვევის ადგილზე?
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე სროლა იყო. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
შემთხვევის ადგილზე სამორინე მდებარეობს.
თვითმხილველების თქმით, უცნობმა პირმა რამდენიმე გასროლა განახორციელა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.