თეგებით ძიება

ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა ხმამაღლა და გარკვევით თქვეს თავისი სათქმელი - კელი დეგნანი

შავი ზღვის უსაფრთხოება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთმა დაიწყო ეს სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ და გაართულა საზღვაო მოძრაობა შავი ზღვის გავლით, მარცვლეულის გადაზიდვის ჩათვლით, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასურსათო უსაფრთხოებისთვის მთელ მსოფლიოში, არამედ იმიტომ, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიიისა და ევროპის დაკავშირების კუთხით, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

"ახლა არის მნიშვნელოვანი დრო, რომ შევხედოთ საქართველოს შესაძლებლობებს და წავახალისოთ საქართველო, დაიწყოს ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, როგორიცაა არამხოლოდ წყალქვეშა ელექტრონული კაბელი ევროპისკენ, არამედ გზები, რკინიგზა, ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ახლავე დააკავშირებს ცენტრალურ აზიას ევროპასთან. ეს არის დიდი შესაძლებლობა, რომ შეიქმნას კარგი სამუშაო ადგილები, გაფართოვდეს ბაზარი და გაუმჯობესდეს ცხოვრების ხარისხი ყველა ქართველისთვის. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო დაუყოვნებლივ დაიწყებს ამაზე მუშაობას", - განაცხადა დეგნანმა.

კითხვა ქართული ოცნების მიერ "უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტების გაწვევისა და მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ, ელჩი აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა ხმამაღლა და გარკვევით თქვეს თავისი სათქმელი.

"ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა ხმამაღლა და გარკვევით თქვეს თავისი სათქმელი და საბოლოოდ მმართველმა პარტიამ მათ მოუსმინა. ახლა ჩვენ ყველა ველით, რომ პარლამენტის თითოეული წევრი წითელ ღილაკს დააჭერს ხელს და ოფიციალურად უარყოფს იმ კანონებს, რომელიც კრემლის მიერ არის შთაგონებული და არ სჭირდება საქართველოს. საქართველოს ეს კანონები არ სჭირდება. უკვე არსებობს საკმაო დაცვა და გამჭვირვალობა იმ ფინანსური დახმარებისა, რაც საქართველოში ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება, რათა დაეხმაროს მათ, ვინც მთელ ქვეყანაში საკუთარი გარემოს გაუმჯობესებაზე დაუღალავად მუშაობს - სწორედ ამას ემსახურება საერთაშორისო დახმარება საქართველოში უკვე 30 წელია და ამის დასანახად საკმარისია მიმოიხედოთ ამ ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში და დაინახოთ, რომ ძალიან კარგი საქმე კეთდება. საქართველოს მოსახლეობას ახლა სურს დაინახოს, რომ მათმა მთავრობამ შეასრულოს დაპირება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად და იმედი მაქვს, რომ ახლა მთელი ენერგია და ყურადღება ამისკენ იქნება მიმართული. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა თითოეული ქართველის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და სწორედ ქართველი ხალხი აკისრებს მთავრობას პასუხისმგებლობას კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაპირებაზე", - განაცხადა დეგნანმა.

ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა