ახლა ჩვენ ყველას გვსურს იმის ხილვა, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა, დააჭიროს წითელ ღილაკს და უარი თქვას ამ კანონპროექტებზე - კელი დეგნანი
ახლა ჩვენ ყველას გვსურს იმის ხილვა, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა, დააჭიროს წითელ ღილაკს და უარი თქვას ამ კანონპროექტებზე, ოფიციალურად თქვას უარი ამ კანონპროექტებზე, რომლებიც არის კრემლის მიერ შთაგონებული და საქართველოში არასაჭირო, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა.
ელჩის თქმით, „ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა ხმამაღლა და გარკვევით თქვეს თავისი სათქმელი და ბოლოს და ბოლოს მმართველმა პარტიამ მათ მოუსმინა“.
მისივე თქმით, საქართველოს არ სჭირდება ეს კანონპროექტები და უკვე საკმარისი გამჭვირვალობა არსებობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში შემოსული უცხოური დახმარება ქვეყნის საუკეთესო ინტერესებისთვის იყოს გამოყენებული და დაეხმაროს ქართველებს, რომლებიც ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ გააუმჯობესონ თავიანთი საზოგადოების ცხოვრება.
ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 133 ადამიანი დააკავეს. 9 მარტს, "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.