თეგებით ძიება

როცა ქუჩაში გავდივართ, მანქანები ჩერდება, გიორგის ულოცავენ გამოჯანმრთელებას, ეხუტებიან... სიყვარული ყველაზე ღირებულია - რას ამბობს გიორგი გილიგაშვილის და?

მსახიობ, გიორგი გილიგაშვილი და, ნუცა გილიგაშვილი ძმის მიერ განვლილ რთულ პერიოდს იხსენებს და აცხადებს, რომ ამ განსაცდელის დროს საზოაგადოებისგან დიდი მხარდაჭერა და სიყვარული მიიღეს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც გიორგი გილიგაშვილის დამ ჟურნალ „თბილისელებს“ მისცა:

- რთული პერიოდი როგორ გამოიარეთ?

– ეს ჩვენთვის უკვე გადაშლილი ფურცელია, აღარ ვეძიებით. მივიღეთ, როგორც განსაცდელი და კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ერთმანეთის ცხოვრებაში ჩვენი არსებობა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ვიცით, რომ კიდევ უფრო დიდი სიყვარული უნდა გამოვხატოთ ერთმანეთისადმი, ვიდრე აქამდე. როცა სიყვარულია და როცა ადამიანები ასე გეფერებიან და სიყვარულით გავსებენ ოჯახში თუ გარეთ, ყველაფერი დაძლევადია. როცა ქუჩაში ერთად გავდივართ, მანქანები ჩერდება, ხალხი უდიდესი სიყვარულით ლოცავს გიორგის, ულოცავენ გამოჯანმრთელებას, ეხუტებიან, სიყვარულს უხსნიან და ვერ წარმოიდგენთ, ეს რამხელა ემოციებთან არის დაკავშირებული. ვერანაირი მილიონი ამას ვერ შეედრება, ადამიანების სიყვარული ყველაზე ღირებულია. ვფიქრობდი, ამხელა განსაცდელი უნდა გამოევლო, რომ ხალხის ასეთი სიყვარული გვეგრძნო-მეთქი? მადლიერები ვართ ყველასი, ეს ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

– გიორგის ნათქვამი აქვს, რომ დები მართავთ მის გვერდებს სოციალურ ქსელებში და ალბათ, იქაც დიდი დოზით იგრძნობა ეს სიყვარული.

– დიახ, უფროსი და მართავს და იქაც დიდი სიყვარული და გვერდში დგომა იგრძნობა. ეუბნებოდნენ, ანგარიშის ნომერი მოგვწერეთ და ჩაგირიცხავთ თანხასო. ვისაც როგორც შეეძლო, ისე ცდილობდა დახმარებას, დარდობდნენ გიორგის გამო და ამ სითბომ გაგვიქარწყლა დარდი. ქუჩაში ატირებულები გვეხუტებოდნენ, ვერ აღგიწერთ ეს რამხელა ბედნიერებაა. მადლობა ღმერთს, ჩემს ძმას შეუძლია, განსაცდელის სიყვარულით მიღება. გიორგი არ გვაძლევდა მოწყენის საშუალებას და საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად არის და კიდევ უფრო უკეთესობისკენ მიდის.

ცნობისთვის, გიორგი გილიგაშვილს ონკოლოგიური დაავადება დაუდგინდა. მსახიობი ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს და აცხადებს, რომ სენისგან განიკურნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა