პარლამენტმა ე.წ. აგენტების კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ჩააგდო
საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო.
კანონპროექტის ჩაგდებას მხარი დაუჭირა მმართველი გუნდის საპარლამენტო უმრავლესობამ.
ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა ე.წ. აგენტების კანონის გაწვევის გადაწყვეტილება დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო.