თეგებით ძიება

ქართველი ახალგაზრდების ბრძოლამ მოიგერია რუსული იერიში - სალომე სამადაშვილი

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ხალხის მტკიცე ბრძოლისა და საერთაშორისო წნეხის გამო დაიხია უკან.

„საზოგადოებას ახსოვს, რომ ჩვენ რუსული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს, რუსული „ოცნების“ და რუსული „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს ვაფრთხილებდით აქ, ამ დარბაზში, რომ საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო, რუსული სამარცხვინო კანონი არ მიეღოთ და მათ არ მოისმინეს ჩვენი მოწოდება", - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე  სამართალდამცველებმა 133 ადამიანი დააკავეს. 9 მარტს,  "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა