თეგებით ძიება

გიორგი ვაშაძეს აქციის მონაწილეებმა ტრიბუნა დაატოვებინეს (ვიდეო)

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ტრიბუნა დაატოვებინეს. 

"მინდა, ინფორმაცია მოგაწოდოთ. ესენი აპირებენ ინდივიდუალურ ანგარიშსწორებას. ეს ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. თქვენ ხართ გმირები და ახალგაზრდები. არ უნდა გავჩერდეთ. ხალხის დაჭერას აპირებენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სიტყვით გამოსვლის დროს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პოლიტიკოსს მიკროფონი გამოართვა და მიმართა:

"თქვენი ჯექსონობა მორჩა, ყველა პარტიიდან, დიდი ბოდიში. აღარ გელოდებით. ახლა ხელოვნებისა და სიყვარულის დროა“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა ე.წ. აგენტების კანონის გაწვევის გადაწყვეტილება დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა