თეგებით ძიება

"ამ კანონმა მისი დანიშნულება შეასრულა, საზოგადოებამ ნათლად დაინახა თუ ვინ არის უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი!" - დიტო სამხარაძე

"ქართული ოცნების" დეპუტატი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ჩაგდებას ეხმაურება და წერს, რომ კანონმა მისი დანიშნულება უკვე შეასრულა.

"კანონის გაწვევით აგენტები აღარ იქნებით თუ ვინმეს დააჯერებთ რომ არ ხართ? სიხარულიც ფეიკური აქვთ. ამ კანონმა მისი დანიშნულება შეასრულა! საზოგადოებამ ნათლად დაინახა თუ ვინ არის უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი! შუბლზე გამოგესახათ ჯაშუშის ნიშნები, რასაც ვერასდროს ჩამოირეცხავთ!", - წერს დეპუტატი.

ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა ე.წ. აგენტების კანონის გაწვევის გადაწყვეტილება დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა