თეგებით ძიება

საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით პროვოკაციების რისკი არსებობს - დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით პროვოკაციების რისკი არსებობს.

"საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით პროვოკაციების რისკი არსებობს.

ამავდროულად, ვხედავთ, რომ ვიღაცის ხელით, ისევ უხილავი ხელის თქმა არ შეიძლება, ჩანს, ვხედავთ,  საქართველოს პრეზიდენტი ხალხს მიმართავს ამერიკიდან, რომლის ხილული ხელი გულმოდგინედ ცდილობს, საქართველოში კიდევ ერთხელ გააღვივოს ანტირუსული ელემენტები.

ჩვენ მიმდინარე მოვლენებს ძალიან დიდი ყურადღებითა და შეშფოთებით ვაკვირდებით“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო, საზოგადოების პროტესტის შედეგად, დეპუტატებმა დღეს, 10 მარტს მეორე მოსმენით ჩააგდეს.

შეგახსენებთ, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა