თეგებით ძიება

"მთავარი ის არის, შენ რა გსურს და რისკენ მიილტვი - რას და რა მიზნით უხსნი კარს საკუთარ გონებასა და გულში" - გია მურღულია

ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ჭეშმარიტება ზომიერებაშია.

"თუ გინდა, რომ იფიქრო კარგზე, ბევრი რამ არის ასეთი. 

თუ გინდა იფიქრო ცუდზე, სამყაროში ასეთიც ყოველდღე ხდება. 

შეიძლება იფიქრო და თქვა, რომ ამქვეყნად ყველაფერი კარგად არის და მაგალითები არ მოგაკლდება.

ასევე, შესაძლოა იფიქრო და თქვა, რომ ეს ქვეყანა ადამიანისთვის ჯოჯოხეთია და არაერთ დასტურს არც ამ მიმართულებით დაგამადლიან.

ჭეშმარიტება, როგორც ყოველთვის, ზომიერებაშია, თორემ ამ კერძს ერთმანეთის საპირისპირო ინგრედიენტები არ მოაკლდება.

მთავარი ის არის, შენ რა გსურს და რისკენ მიილტვი - რას და რა მიზნით უხსნი კარს საკუთარ გონებასა და გულში. 

თვალს ნურაფერზე დახუჭავ და პრინციპული ობიექტურობაც არ დაკარგო, მაგრამ გონიერი და სამართლიანი სიკეთის მხარეს დადექი - განწყობითაც და საქმითაც", - წერს მურღულია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა