თეგებით ძიება

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი პარიზში ჩავიდა - რაზე ისაუბრებს 2 ქვეყნის ლიდერი ბოლო შეხვედრიდან 5 წლის შემდეგ?

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი პარიზში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც ცნობილია, სუნაკი საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს, სადაც ლიდერები ლიდერები ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებასა და მიგრაციის საკითხზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ორი ქვეყნის ლიდერის, ემანუელ მაკრონისა და რიში სუნაკის პირველი შეხვედრაა.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად რიში სუნაკი 2022 წლის 25 ოქტომბერს აირჩიეს. ამასთან, სუნაკი მეფე ჩარლზ მესამეს ბუკინგემის სასახლეში შეხვდა. მოგვიანებით კი, რიში სუნაკმა საზოგადოებას მიმართა.

დიდ ბრიტანეთში ახალი პრემიერ-მინისტრი 2022 წელს მეორედ აირჩიეს. დიდი ბრიტანეთის წინა პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი თანამდებობიდან 20 ოქტომბერს გადადგა.

სუნაკთან ერთად კი პრემიერობისთვის პენი მორდონტიც იბრძოდა, თუმცა მან ბოლო მომენტში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და მხარი სუნაკს დაუჭირა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა