თეგებით ძიება

ის, რომ აქამდე ამ ქვეყანას დღის წესრიგს ბიძინა ივანიშვილი კარნახობდა, ეს რეალობა დანგრეულია - ლევან ხაბეიშვილი

ის, რომ აქამდე ამ ქვეყანას დღის წესრიგს ბიძინა ივანიშვილი კარნახობდა, ეს რეალობა არის დანგრეული და რეალობა დაანგრია მისმა აღმატებულება ქართველმა ხალხმა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონპროექტის ჩაგდება შეაფასა.

"ის, რომ აქამდე ბიძინა ივანიშვილი კარნახობდა დღის წესრიგს ამ ქვეყანას, ეს რეალობა არის დანგრეული და რეალობა დაანგრია მისმა აღმატებულება ქართველმა ხალხმა და განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რომლებმაც ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლეს. ამ დღეების განმავლობაში, მათი თავგანწირულობით დაიდო შედეგი, რომელსაც ჰქვია „არა რუსულ კანონს“. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ახალგაზრდების უდიდეს ნაწილს, აბსოლუტურად ყველას, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამით ითქვა არა თუ „არა რუსულ კანონს“, არამედ, „არა რუსულ მთავრობას“ და „კი ევროპას“, „კი ევროკავშირს“ და ის, რომ ამ ადამიანებს, ახალგაზრდებს უნდათ ევროკავშირში.

შესაბამისად, ამ დღეების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ოპოზიციას ეჩვენებინა მაგალითი, თუ როგორ არ უნდა იყვნენ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით დაკავებული და როგორ იყო მთელი სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, მოქალაქეები გაერთიანებული, ერთი მთავარი მიზნის მისაღწევად, რომელიც იქნა მიღწეული,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა