თეგებით ძიება

"გამოვლინდა მთავარი რამ, ჩვენი გენეტიკური კოდი თავისუფლების მოყვარეობის" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ჩაგდებას ეხმაურება და წერს, რომ ის ქართველი ხალხით ამაყობს.

"ამ თაობამ არ იცის თუ რას ნიშნავს უნივერსიტეტში ქრთამით მოწყობა. მათ უკვე პირველ კლასში ყველას დავურიგეთ კომპიუტერები და თითქმის ყველა სკოლაში შევიყვანეთ ამერიკელი მასწავლებელი და დავავიწყეთ რუსული.

სკოლებში მანდატურებმა შეიტანეს უსაფრთხოება. მოკლედ გატარდა თანასწორობის გარემოს შექმნის პოლიტიკა.

ამავე თაობამ ნახა ხელისუფლების არჩევნებით ცვლილება. ამ დღეებში ამ ყველაფრის მონაპოვარი მიიღო საქართველომ.

გარდა ამისა ამ ყველაფერში გამოვლინდა მთავარი რამ, ჩვენი გენეტიკური კოდი თავისუფლების მოყვარეობის.

მინდა ვთქვა რომ ბელორუსებზე ბევრად მაგრად იბრძოდნენ ბარიკადებზე და მთელ რიგ ელემენტებში უკრაინელებსაც აჯობეს. მართლა საამაყოები ხართ!

P.S. მიხარია რომ ნიკუშა და ალისაც იყვნენ ყველა მიტინგზე - ალისამ მიტინგი, როგორც ზეიმი ისე აღიქვა“, - წერს სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო, საზოგადოების პროტესტის შედეგად, დეპუტატებმა დღეს, 10 მარტს მეორე მოსმენით ჩააგდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა