თეგებით ძიება

9 სწარფი გზა თავდაჯერებულობის ასამაღლებლად

ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე საკუთარი თავის და შესაძებლობების მტკიცე რწმენა მნიშვნელოვანია. თუ თქვენ საკმარისად თავდაჯერებული ხართ, შეგიძლიათ დაიპყოროთ მთელი მსოფლიო და მიიღოთ ყველაფერი რაც გსურთ.

გთავაზობთ, 9 გზას თავდაჯერებულობის ასამაღლებლად.

1. რჩევა ნომერი პირველი – იმოქმედეთ როგორც თავდაჯერებულმა!

თავდაჯერებულობა დროთა განმავლობაში გამოცდილებასთან ერთად მოდის. პერიოდულად რასაც არ უნდა გრძნობდეთ, ნუ გამოამჟღავნებთ სისუსტეს, ყოველთვის თავდაჯერებულმა და წელში გამართულმა იმოქმედეთ. თუნდაც ამის გათამაშებამ მოგიწიოთ.

2.შეიმოსეთ სათანადოდ

მართალია ტანსაცმელს ადამიანის შექმნა არ შეუძლია, თუმცა სერიოზულად მოქმედებს განწყობაზე. არავინაა უფრო მეტად კომპეტენტური თქვენს გარეგნობასთან დაკავშირებით, ვიდრე თქვენ თვითონ. როდესაც ფორმაში არ ხართ, ეს ზემოქმედებს როგორც საკუთარი თავის პრეზენტაციაზე, ისე სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე. გამოიყენეთ აღნიშნული მიდგომა უპირატესობის მოსაპოვებლად.

3.ყოველთვის იზრუნეთ გქონდეთ სასიამოვნო სურნელი

საკუთარი თავის მოვლა და მოწესრიგება ძალიან დიდ როლს თამაშობს თვითრწმენის და თავდაჯერებულობის ამაღლებაში. თუ კარგ სურნელს აფრქვევთ ხალხისთვისაც გაცილებით მიმზიდველი ხართ.

4.ისწავლეთ სწორი ადამიანებისგან

ჩვენს გარშემო უამრავი თავდაჯერებული ადამიანი ტრიალებს. მათი აურა ყოველთვის პოზიტიურად ვიბრირებს ჩვენზე. ასე, რომ დააკვირდით ასეთ ადამიანებს და ისწავლეთ მათგან როგორ გახდეთ თქვენც თავდაჯერებული პიროვნება. დააკვირდით რას აკეთებენ ისინი განსხვავებულად. სცადეთ აითვისოთ მათგან კარგი მანერები და ნახვათ, როგორ შეიცვლება თქვენი თავდაჯერებულობის დონე.

5.ნუ ხართ დაეჭვებული საკუთარ თავში

ეჭვები არის თავდაჯერებულობის ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი. თუ თქვენ იქნებით დაეჭვებული სხვა როგორ უნდა დაარწმუნოთ თქვენში? როდესაც შენ თავს ენდობი, ამ ნდობას სხვებიც გრძნობენ შენს მიმართ, ამიტომ გჯეროდეთ საკუთარი თავის და ენდეთ თქვენს ინტუიციას, ასე გააგრძელეთ და ნახავთ როგორი მტკიცე და თავდაჯერებული პიროვნება იქნებით.

6. იყავი მართალი საკუთარ თავთან

შეიძლება ზოგჯერ გაითამაშო თავდაჯერებულობა მაგრამ ნუ მოატყუებ საკუთარ თავს. ნუ დაანახებ სამყაროს იმას, რაც არ ხარ. იყავი საკუთარ თავთან და სამყაროთან მართალი. ის თვისებები რაც გაქვს, გაქვს რაღაც მიზეზის გამო. არასოდეს ითამაშო სხვისი როლი. აჩვენე სამყაროს ვინ ხარ და რას აკეთებ.

7.ნუ იდარდებ რას ფიქრობენ სხვები

თავდაჯერებულ ადამიანთა უმეტესობა არ დარდობს იმაზე, რომ იყოს საუკეთესო. რეალურად ისინი სხვებისგან გამოირჩევიან იმით, რომ აკეთებენ იმას რისიც სჯერათ და აღწევენ კიდეც სასურველ შედეგებს. რაც უფრო დიდ დროს დაუთმობთ ხალხის აზრებს ყურადღებას, მით უფრო დაიკლებს თქვენი თავდაჯერებულობა. ასე, რომ გაითვალისწინეთ.

8.ნუ გეშინიათ განსჯის

ყველაზე ხშირად ჩვენი თავის რწმენას ვკარგავთ თვითგანსჯის დროს. იმის ნაცვლად, რომ საკუათარი თავის დადებით მხარეეებზე ვიფიქროთ, უმეტეს დროს ვფიქრობთ იმაზე რას იტყვიან სხვები ჩვენზე. ხალხი ყოველთვის გააკრიტიკებს თქვენს საქციელს რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ამიტომ არასოდეს შეწყვიტოთ იმის კეთება რაც გსურთ. რაც უფრო მეტად გაითავისებთ ამ რჩევას, მით უფრო თავდაჯერეებას იგრძნობთ.

9.იზრუნეთ სხეულის ფორმებზე

თქვენი სხეულის მდგომარეობა თქვენზე ბევრს ამბობს. როდესაც თქვენ წელგამართული და მხრებში გაშლილი დგახართ ადამიანები დარწქმუნებულინი არიან რომ თქვენ სუპერ თავდაჯერებული ადამიანი ხართ. ამიტომ გააკონტროლეთ თქვენი სხვეულის მდგომარეობა. დგომის, სიარულის და ჯდომის დროს. აჩვენეთ ნებისმიერ მომანტში, რომ თქვენ თავდაჯერებული ადამიანი ხართ და იცით რასაც აკეთებთ.

წყარო - naukrinama.com


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა