უკრაინიდან ჩამოვიდნენ "ნაცმოძრაობის“ მომხრეები, რომლებიც ამ ახალგაზრდული ენერგიის გამოყენებით შეეცდებიან რევოლუციური პროცესი შემოვიდეს დღის წესრიგში - გია ვოლსკი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება შეაფასა და განაცხადა, რომ ოპოზიციის მიზანია დესტაბილიზაცია და განვითარდეს ისეთი პროცესები, რომელიც მოწყვეტილია იმ ინტერესებს, რაც საქართველოს გააჩნია.
"რეალურად ამ პროცესების განვითარებას ემსახურება დეზინფორმაცია, თითქოს სუსის წარმომადგენელი ვიღაცას დაესხა თავს, თითქოს მომწამლავი გაზი გაუშვეს და ა.შ. ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული ჯგუფი უკრაინიდან სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“, მომხრეები ჩამოვიდნენ, ესენი არიან მებრძოლები, რომლებიც ამ ახალგაზრდული ენერგიის გამოყენებით შეეცდებიან, რომ ეს რევოლუციური პროცესი დღის წესრიგიდან არ მოიხსნას და სამოქალაქო ომში, ჭყლეტაში, რაღაც დაპირისპირებაში და ის ორი „ტრუპის“ თემა კიდევ შემოვიდეს დღის წესრიგში, საქართველო დაინგრეს. დესტაბილიზაცია, რაზეც ძალიან დიდი ხანია ვლაპარაკობთ, იყოს დღის წესრიგში და განვითარდეს ისეთი პროცესები, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილია იმ ინტერესებს რომელიც საქართველოს გააჩნია,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.