ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა
საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიური სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
მან გულშემატკივართა შორის ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო და საუკეთესო მოთამაშის სტატუსი მიმდინარე სეზონში მეორედ მოიპოვა.
თებერვალში ქართველის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა იყო.
ჯამში, სერია A-ში კვარაცხელიას ანგარიშზე 10 გოლი და 9 საგოლე პასია.