NATO-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ალიანსში გაწევრიანებამდე ველით - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელესნკი აცხადებს, რომ უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან უსაფრთხოების გარანტიებს იქამდე ელის, სანამ NATO-ს წევრი გახდება. ამის შესახებ მან ფინეთის პრემიერ- მინისტრ, სანა მარინთან ერთად გამართულ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"რაც შეეხება ვილნიუსის სამიტს, ჩვენ მიწვეულები ვართ, მაგრამ ვისურვებდით, ვიხილოთ შესაბამისი წინგადადგმული ნაბიჯები, გარდა იმ სტატუსისა, რომელიც დღეს გვაქვს ნატოსთან ურთიერთობაში. ამას გარდა, ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების სტრატეგიული გარანტიები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ომის პერიოდში ვერ შევძლებთ NATO-ში შესვლა, ვისურვებდით, რომ უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები გვქონდეს ამ გზაზე, მანამ ალიანსში ჯერ კიდევ არ ვართ. სწორედ ამ უსაფრთხოების გარანტიებს ველოდებით ვილნიუსის სამიტისგან“, - აცხადებს ზელენსკი.