ზურაბ ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი 5 აპრილისთვის გადაიდო
შესაძლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრის, ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი 5 აპრილისთვის გადაიდო.
გადადება ჯაფარიძის და მოსიაშვილის ადვოკატებმა მოითხოვეს. მათ წარადგინეს სამედიცინო დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და ბინაში მკურნალობას საჭიროებს, ნიკა მოსიაშვილი კი ტვინის შერყევით კლინიკაში მკურნალობს. ადვოკატების შუამდგომლობას შსს-ს წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ.
7 მარტს აქციაზე დაკავებულ, ზურა ჯაფარიძეს COVID19 დაუდასტურდა.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით 10 მარტს ჩააგდო.