ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას მორიგი სასამართლო სხდომა იმართება - რას ითხოვს ბრალდების მხარე?
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისთვის ბრალდებული, ბადრი ესებუს მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
ბრალდების მხარემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ახლადმოპოვებული მტკიცებულის დასაშვებად ცნობის თაობაზე. საუბარია ხმის და სუნის ექსპერტიზის შედეგებზე, რომელიც ბადრი ესებუას დაკავების შემდეგ აუღეს.
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში და მძევლების აყვანაში ბრალდებული, ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს დააკავეს.