მერაბიშვილმა დაადასტურა, რომ რევოლუციურ სცენარში ახალგაზრდების გამოყენება უნდოდათ - გურამ მაჭარაშვილი
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მას რევოლუციურ სცენარში ახალგაზრდების გამოყენება უნდოდა.
"ვანო მერაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ საზოგადოებისა და ახალგაზრდების გამოყენება რევოლუციურ სცენარში უნდოდათ. ესეც ერთ-ერთი მთავარი მოტივი იყო იმისთვის, რის გამოც ჩვენ ეს კანონი გამოვიწვიეთ - მათ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს ჩვენს ახალგაზრდებს ვერ შევწირავდით. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა ის, რომ კანონის გამოწვევით გამოვაცალეთ მათ ის შანსები, რაც დაგეგმილი ჰქონდათ“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, შს ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ევგენი კისელიოვის იუთუბარხზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
"ჩვენი პარტია პირველ საკითხად აყენებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ - ამ მიტინგის მიღწეული ერთ-ერთი მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება“.