"გვსურს ვიხილოთ ისეთი საქართველო, რომელშიც პარლამენტის წევრები ქართული საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით მიიღებენ გადაწყვეტილებას" - ვატო შაქარიშვილი
მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას სურს იხილოს ისეთი სახელმწიფო, სადაც პარლამენტის წევრები გადაწყვეტილებას ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღებენ და არა აშშ-ის ან რომელიმე სხვა ქვეყნის ელჩის სურვილის მიხედვით.
"კელი დეგნანი - ჩვენ ყველას გვსურს იმის ხილვა, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა, დააჭიროს წითელ ღილაკს და უარი თქვას ამ კანონპროექტებზე ქალბატონო კელი! ჩვენ კი, ყველას გვსურს ვიხილოთ, ისეთი საქართველო, რომელშიც პარლამენტის თითოეული წევრი, ქართული საზოგადოების და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელ ღილაკს დააჭიროს და არა იმის მიხედვით - რა სურს ამერიკის თუ სხვა რომელიმე ქვეყნის ელჩს!“ - წერს ვატო შაქარიშვილი.
შეგახსენებთ, კელი დეგნანმა განაცხადა:
"ჩვენ ყველას გვსურს იმის ხილვა, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა, დააჭიროს წითელ ღილაკს და უარი თქვას ამ კანონპროექტებზე".