თვალი დაკარგა, მხედველობა საერთოდ აღარ აქვს... შუბლი და ცხვირი აქვს გახეთქილი - რას ამბობს 7 მარტს აქციაზე დაშავებული, ზაზა ბირიაშვილის მეუღლე?
7 მარტს აქციაზე დაშავებულმა, ზაზა ბირიაშვილმა თვალში მხედველობა დაკარგა.
„საავადმყოფოდან გამოწერეს და ახლა მოვედით სახლში. თვალი დაკარგა, მხედველობა საერთოდ აღარ აქვს. აღდგენის არანაირი შანსი არ არის, მხედველობა რომ აღუდგეს ცალ თვალში. მხოლოდ თვალი შენარჩუნდა, მაგრამ ექიმი მხედველობის აღდგენის იმედს არ გვაძლევს.
შუბლი და ცხვირი აქვს გახეთქილი. ასევე აქვს დალურჯებები, ტვინის შერყევა, ღებინება და ამასთანავე, ის სიმპტომები, რაც ტვინის შერყევას ახლავს,“ —უთხრა მაია გორგოშიძემ "ნეტგაზეთს".
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით 10 მარტს ჩააგდო.