“რა არ მინახავს, რას არ მოვსწრებივარ და ასეთი რამ – არა!“ – რას წერს გოჩა მირცხულავა?
ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.
“რა არ მინახავს, რას არ მოვსწრებივარ და ასეთი რამ – არა! ორ დღეში მოარყიეს სისტემა 13-25 წლის ახალგაზრდებმა. ხვდებით როგორ გადაიყვანეთ ჭკუიდან ისინი, ვინც ცხოვრობდა თავის სამყაროში – სწავლობდა, მღეროდა, თამაშობდა, ერთობოდა?მიხვდით, რომ სწორად გეუბნებოდით – შვილებს არ იცნობთ და არც მათი უნარების შესახებ იცით რამე თქო?რა რჩებოდა იმის გარდა რომ, ხელისუფლებას მათვის ტყვია ესროლა? ამიტომ, ბავშვებს კი არ გაუფრთხილდა არავინ, საკუთარი თავი გადაირჩინეს დროებით.ამ გამარჯვების გემოს ვერ დააკარგვინებთ. იცით ბევრ მათგანს შია, ის არ აცვია რაც სურს, მაგრამეგ ჰკიდიათ. ისინი გრძნობენ იმას, რაც ჩვენ ვისწავლეთ ან ვერ ვისწავლეთ და შიგნიდან იციან რა არის სამართლიანი. მათ არ უცხოვრიათ საბჭოთა კავშირში, მაგრამ ზუსტად იციან რა არის ბოროტება. ორი წლის წინ დაგიწერეთ – ადამიანებს – ახალგაზრდებს შიში არ აქვთ, გატეხილია. რით უნდა დააშანტაჟოთ ესენი? თქვენ ხომ სხვა არაფერი გაქვთ ინსტრუმენტად, გარდა იმისა, რომ სექსი გამოუქვეყნოთ ვინმეს. ამათ ეგეც ჰკიდიათ? ე, მანდ პლაკატზე დაგიწერენ: “თუ გშურთ, თქვენც გაგჟიმავთ!” და დაგასრულებენ! ასეა, 7-8 მარტის მოვლენებს მარტივად შეგვიძლია დავარქვათ: დღეები, როდესაც ბავშვებმა სისტემა გაჟიმეს! ჯინი ამოუშვით და ვერ ჩააბრუნებთ უკან!“ - წერს მირცხულავა.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით 10 მარტს ჩააგდო.