თეგებით ძიება

„საქართველო აუცილებლად იქნება ევროპის ნაწილი!“ - გოგა ჩანადირი

ფოტოჟურნალისტი, გოგა ჩანადირი ბერლინიდან პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ეს ქალაქი განსაკუთრებით უყვარს.

„ახლა ბერლინში ვარ.

ეს ქალაქი სხვანაირად მიყვარს, რადგან აქ ვსწავლობდი.

მე ძალიან კარგად ვიცნობ გერმანიას, გერმანულ კულტურას, წეს-ჩვეულებებსა და ისტორიას.

ჩემს უკან ბრანდერბურგის ჭიშკარია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ადგილი ბერლინსა და მთელ გერმანიას ორ ნაწილად ჰყოფდა. 

დასავლეთის ნაწილი ევროპული ფასეულების წიაღში დარჩა და განვითარდა, აღმოსავლეთს კი საბჭოთა ტორი დაედო და კედლის დანგრევიდან 34 წლის შემდეგაც კი ჯერაც ვერ დაეწია დასავლეთს.

გერმანიამ მე-20 საუკუნეში 2 მსოფლიო ომი წამოიწყო და ორივეჯერ დამარცხდა. ეს მას დაუჯდა უამრავი თანამემამულის დაკარგვად, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სრულ განადგურებად და დამარცხებულის კომპლექსად და დეპრესიად.

და რა ქნეს გერმანელებმა?

პირველი, გაერთიანდნენ, საკუთარი ძალების ირწმუნეს და გადაწყვიტეს, რომ ძლიერი, დემოკრატიული, სამართლიანი და ადამიანებზე მორგებული სახელმწიფო აეშენებინათ.

ააშენეს კიდეც.

დღეს გერმანია ყველა საზომით მოწინავე ქვეყნაა.

Deutsche Ordnung - გერმანული წესრიგი - ეს არის ამ ქვეყნისა და ხალხის ქვაკუთხედი.

გერმანელი არ აგვიანებს.

თითოეულ წუთს მნიშვნელობას ანიჭებს და სხვია დროსაც პატივს სცემს.

გერმანელები წვიმაში თუ სიცხეში, დღისით თუ ღამით მორჩილად ელოდებიან შუქნიშნის შუქს. იციან, რომ წესრიგი დეტალებშია.

გერმანელები ნაგავს არ ყრიან. პირიქით, ახარისხებენ.

ისინი ურიგოდ არ სარგებლობენ. 

სამსახურეობრივი თუ სახელმწიფოებრივი დავალება პირნათლად უნდა შეასრულონ და ქრთამი არ აიღონ.

გერმანელი საქმეს ისე უდგება, საკუთარ ოჯახის წევრებს რომ შეხედავს, თვალებში ჩახედვის არ უნდა შერცხვეს.

ისინი ერთგულობენ ოჯახს, შეყვარებულსა და ქვეყანას.

გერმანელი აუცილებლად უნდა სწავლობდეს და მუშაობდეს, რადგან ასე წარმოუდგენია საკუთარი ოჯახისა და ქვეყნის განვითარება და გაძლიერება.

მათ იციან ტრადიციების ფასი. ეს მათთვის შემაფერხებელი კი არა, პირიქით, განვითარების წყაროა.

რა ქვეყანაშიც უნდა იყოს, გერმანელი ჯერ საკუთარი ქვეყნის ნაწარმს ყიდულობს. ის ყველგან ფიქრობს თანამემამულეების გაძლიერებაზე.

გერმანელს არ უყვარს ტყუილი, ორპირობა და საქმეში გადაგდება. მისთვის ეს წარმოუდგენელია.

გერმანელი საპირფარეშოს სუფთად ტოვებს, რადგან იცის, რომ მის შემდეგ სხვამ უნდა ისარგებლოს.

გერმანელი არასდროს ჰყოფს ცხვირს სხვის საქმეში და არ განიკითხავს.

აზრს შეურაცხყოფისა და ლანძღვის გარეშე გამოხატავს.

მას გულწრფელად უყვარს საკუთარი სამშობლო და მზად არის გულმხურვალედ, პატიოსნად, წესიერად ემსახუროს.

გერმანია ევროპაა.

ის იძლევა მაგალითს, რა მნიშვნელოვანია ადამიანი, ქვეყანა, წესრიგი, ტრადიციები, ოჯახი, პატივისცემა, ერთგულება და დემოკრატია.

ეს ჩვენთვისაც რეცეპტია ძლიერი და განვითარებული ქვეყანა გვქონდეს.

ვინც ევროპაზე აუგს ამბობს, ან შეგნებულად იტყუება, ან მართლა არ იცის, ევროპული ფასეულობები.

საქართველო აუცილებლად იქნება ევროპის ნაწილი“, - წერს ჩანადირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა