თეგებით ძიება

„ჩვეულებრივი ფაშისტი ხარ! დავალების ცივსისხლიანად შემსრულებელი ფაშისტი!“ - დიტო სამხარაძე ნინო ლომჯარიას

 “ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიტო სამხარაძე სოციალური ქსელის მეშვეობით ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართავს და მატყუარას და ფაშისტს უწოდებს.

„ვერ ვყალიბდები, უფრო ფაშისტი ხარ თუ უფრო ბოლშევიკი!

მატყუარა რომ ხარ გასაგებია, კანონის რუსულობაზე შენც თუთიყუშივით იმეორებ მესიჯს, მაგრამ ნაცებზე უარესი ნაცი აღმოჩნდი, ტელევიზიებს არბევ, როგორც შეგიძლია ისე, იარლიყებს აკერებ, ცდილობ ფაშისტურად გარიყო ადამიანები, გამოყო დანარჩენი ხალხისგან და ღირსება წაართვა. ჩვეულებრივი ფაშისტი ხარ! დავალების ცივსისხლიანად შემსრულებელი ფაშისტი!

და სახალხო დამცველი გერქვა!..

ეს ქვეყანა უსამშობლო ფაშისტებს არ შეეგუება, ამ ქვეყანას თავისი ხასიათი აქვს!

ბარემ ვინ გაფინანსებს, შენით გამოაქვეყნე და ხალხიც უკეთესად მიხვდება, ვის ინსტრუქციას მიყვები. მაშველ რგოლად რომ გამოხტებიან-ხოლმე, იმ რუსების თუ სხვების -

ორმაგები არ გვიკვირს შენი ბელადი სააკაშვილის გადამკიდე, მაგას ეახლე ხოლმე და ჩამოართვი ხელი“…  წერს სამხარაძე.

ცნობისთვის, ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია „იმედს“, „პოსტ ტვ“-ს და „ალტ ინფო“-ს ღიად რუსული პროპაგანდის არხებს უწოდებს და წერს, რომ აღარ ენდობა ამ არხებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა