თეგებით ძიება

ირაკლი ნადირაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ნადირაძეს ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში კითხავენ.

ნადირაძე ცხადებს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ის ჰყვება, დაპირისპირებას წინ არ უძღოდა კამათი და თავდამსხმელი მისთვის უცნობი პიროვნება იყო. ნადირაძის თქმით, თავდამსხმელს ბასრი საგანი ჰქონდა თან და არ გამორიცხავს, ის რომ მის წინააღმდეგ გამოყენებას გეგმავდა.

"გვიგზავნიდნენ სუს-ის აგენტ-პროვოკატორებს და იცით თქვენ, რომ ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში მოხდა ფიზიკური დაპირისპირება ჩემთან და ადამიანი რომელიც ფიზიკურად დამიპირისპირდა ეს ნივთი ჰქონდა თან. მსგავსი იაფფასიანი თუ ძალადობრივი და საშიში პროვოკაციებით ვერავის შეგვაშინებენ"- ამბობს ნადირაძე. 

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით 10 მარტს ჩააგდო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა