ამისთვის უფრო მეტად უნდა დავუკრათ ტაში, ვიდრე გოლისთვის - ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას პოსტზე
კლუბ „ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება და ამბობს, რომ კვარაცხელია ისე მოიქცა, როგორც ადამიანმა უნდა გააკეთოს, როდესაც სჯერა, რომ უსამართლობა ხდება.
„ქუჩის პროტესტის ვირტუალურად შეერთების სურვილია. ვფიქრობთ, რომ ეს სწორი იყო, ამიტომ ამისთვის უფრო მეტად უნდა დავუკრათ ტაში, ვიდრე გოლისთვის. გვიხარია, რომ დიდებული ფეხბურთელი გვყავს, რომელიც ასევე დიდებული ადამიანია”, - განაცხადა სპალეტიმ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა 7 მარტს ე.წ. “უცხოური აგენტების” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ამის შედეგად გამართული პროტესტის დროს ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ “საქართველოს მომავალი ევროპაშია”.