თეგებით ძიება

მერაბიშვილს და ძველი დროის გადმონაშთ დინოზავრებს ვურჩევ, გაჩუმდნენ - ალეკო ელისაშვილი

„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტთან აქციაზე ხალხი არც მერაბიშვილის და არც სააკაშვილის გამო არ მისულა.

„ვანო მერაბიშვილს და ძველი დროის გადმონაშთ დინოზავრებს ვურჩევ, გაჩუმდნენ და ნუ ცდილობენ, მიეტმასნონ იმ მძვინვარებას, რაც ამ დღეებში ქალაქის ქუჩებში ხდებოდა.

აბსოლუტურად სხვა რაღაცის გამო იყო ხალხი გამოსული, არავის მიერ არ იყო გამოყვანილი, მით უმეტეს, ვანო მერაბიშვილის გამო. არც სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით არ გამოსულან. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მისი პარტიის ლიდერი დადიოდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სამ კაცს ვერ კრეფდნენ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის იუთუბარხზე მარტს 8 მარტის გადაცემაში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებსა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. კითხვაზე „შესაძლებელია თუ არა თბილისური მაიდანი“, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ რეჟიმის დღეები დათვლილია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა