თეგებით ძიება

„ესენი არიან, პატრიარქობაზე ოცი-ოცდახუთი წელია რომ ოცნებობენ და ელიან როდის წაიღებს წერილს სტალინთან შიოლა“ - რა სიას აქვეყნებს ილია ჭიღლაძე?

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს იმ სასულიერო პირების სიას, რომლებიც მისი თქმით, პატრიარქობაზე ოცნებობენ.

„პატრიარქობაზე მეოცნებე მიტროპოლიტთა სია: 

დანიელ დათუაშვილი- აფხაზეთის ეპარქიის მიმტოვებელი, დღეს რაც აქვს- ის ეპარქიაც მიგდებული აქვს, არის დიდი მელაკუდა და ილია მეორის უნაკლო ვაზელინი. ტიპიური მედროვე და ჩუმჩუმელა გაიძვერა.

იობ აქიაშვილი - კრიმინალის, სიბნელის და აფერისტობის მამა. ამავე დროს ერთუჯრედიანი პრიმიტივი;

შიო მუჯირი - არაფრის მაქნისი და გამკეთებელი. თევზი, რომელიც მუდამ პირში წყალჩაგუბებულია და  კარიერისტი ნარცისია;

გრიგოლ ბერბიჭაშვილი- ძველი რეციდივისტი და გაიძვერა აფერისტი, ვითომ პროევროპელი, რომელმაც ამ დღეებში ვერაფრის თქმა ვერ გაბედა, მხოლოდ ევროპის დროშის ფოტო დაპოსტა ფეისბუკზე კომენტარის გარეშე;

აბრაამ გარმელია- ძველი კომუნისტი ფუნქციონერი, სასტიკი დესპოტი და ათეისტი; თუმცა ასაკის და ჯანმრთელობის პრობლემების გამო პრაქტიკულად ჩამოწერილია ეს მეოცნებე იერარქი, ერთ დროს მაგრად რომ არყევდა შიოლაშვილს და აშინებდა;

ძირითადად ესენი არიან, პატრიარქობაზე ოცი-ოცდახუთი წელია რომ ოცნებობენ და ელიან როდის წაიღებს წერილს სტალინთან შიოლა, რომ მის მიერ გათავისუფლებულ  საპატრიარქო ტახტს დაეპატრონონ. ეს ყველამ იცის საპატრიარქოში და ეკლესიაში. ესაა ყველაზე "დამსახურებული" და სტაჟიანი მიტროპოლიტები, ესაა ილია მეორის ჩასარეცხი მემკვიდრეობა“, - წერს დეკანოზი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა